Brand platform
„ცოცხალი არქივი„
თანამედროვე ხელოვანების დოკუმენტური ჩანაწერები
კულტურის თვითმყოფადობისა და მისი თვისებების შენარჩუნების წინაპირობას, საზოგადოებაში ეროვნული მუხტის გაძლიერება, ისტორიული ფესვებისა და ტრადიციების გაფრთხილება წარმოადგენს. ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად, ამ მუხტის გაძლიერებასა და ეროვნული ტრადიციების მიმართ დამოკიდებულებას მომავალი თაობის სწორად ინფორმირებულობა განაპირობებს. სწორედ ამ ღირებულებას ემსახურება „ვიპიარ ჯგუფის„ მიერ წარმოდგენილი პროექტი:
„ცოცხალი არქივი„ - თანამედროვე ხელოვანების დოკუმენტური ჩანაწერები
„ცოცხალი არქივი„ ქმნის კულტურულ ხიდს ხელოვანებსა და საზოგადოებას შორის, დოკუმენტური მასალის მოძიება ხელს შეუწყობს: თანამედროვე ქართული იდენტობის ფორმირებას, ქვეყნის კულტურული ისტორიის, შენარჩუნებას. ასევე მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება განათლების, მედია და კვლევითი საქმიანობისთვის.
დღესდღეობით არ არსებობს ცენტრალიზებული, სისტემური პლატფორმა, სადაც ინდივიდუალური ხელოვანების ისტორიები, ხედვა, მიდგომები, ბრენდის მახასიათებლები ერთად ხარისხიან ფორმატში იქნება თავმოყრილი.
„ცოცხალი არქივი„ მიზნად ისახავს, თანამედროვე ქართველი ხელოვანების შემოქმედების პერსონიფიცირებას. იდენტობის, შემოქმედებითი ხედვისა და სოციალური პოზიციის დოკუმენტირებას. მათი საქმიანობის ბრენდ პლატფორმისა და ვიდეო პორტფოლიოს შედგენას, სადაც განსაზღვრული იქნება: შემოქმედის ბრენდის მთავარი პოზიციონირება/განზომილებები, დანიშნულება, ემოციური, მორალური, ფუნქციური ღირებულებები, ფასეულობა.
„ვიპიარ ჯგუფის„ მიერ წარმოდგენილი პროექტი ინოვაციური ინიციატივაა. პროექტის მიზანი თანამედროვე ხელოვანების საქმიანობის დოკუმენტირება პოპულარიზაციაა საარქივო მასალის შექმნის გზით; პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა ბრენდინგისა და ვიზუალური მერჩენდაიზინგის მიმართულებით.
ცოცხალი არქივი ამოცანები:
თანამედროვე ხელოვანების საქმიანობის ინდივიდუალური იდენტობის კვლევა და წარმოჩენა;
მომზადდება დოკუმენტური ფილმების სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელოვანების შემოქმედებითი გამოცდილება, პრაქტიკულად იქნება ნაჩვენები ნამუშევრების შექმნის მნიშვნელოვანი მახასიათებლები;მათი შემოქმედების ბრენდად ქცევის ეტაპები, რეკომენდაციები მომავალი ხელოვანებისთვის..
ბრენდ პლატფორმის შექმნა ხელოვანებისთვის;
ციფრული არქივი, სადაც ხელოვანის ვიზუალური, და ტექსტური მასალები იქნება წარმოდგენილი;
კულტურული დიალოგი;
პროექტის პრეზენტაციის დროს, პროექტში მონაწილე ბენეფიციარებისა და ხელოვანებს შორის წარიმართება კულტურათა დიალოგი;
ხელოვანთა შემოქმედების პერსონიფიცირება;
პრაქტიკული ტრენინგები პირადი ბრენდინგისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის კუთხით
ჩვენი კულტურისა და ხელოვანების წარდგენა და ინტეგრირება ევროპულ სახელოვნებო სივრცეში„ ქართველი ხელოვანების შემოქმედების შესახებ დოკუმენტური ფილმები წარმოდგენილი იქნება მალტაზე სახელოვნებო ფესტივალებსა და პროექტებში.
